წრიული რბოლა

წრიული რბოლა საავტომობილო და მოტოციკლების რბოლის სახეობაა, რომელიც იმართება სპეციალურად შექმნილ წრიულ ტრასაზე და სტარტი და ფინიში  ერთსა და იმავე ადგილას აქვს. ამ ტიპის რბოლა, უმრავლეს შემთხვევებში, იმართება ავტოდრომებზე, ასევე შესაძლებელია ჩატარდეს ქალაქში და სხვა სახელდახელოდ მოწყობილ სწორსაფარიან ტერიტორიაზე.

წრიულ რბოლაში ერთდროულად სტარტს იღებს ხუთიდან სამოცამდე სპორტული ავტომობილი (სარბოლო ტრასის პარამეტრებიდან გამომდინარე). რბოლაში გამარჯვებულია ის მრბოლელი, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს, ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული წრეების რაოდენობის გავლის შემდეგ.

წრიული რბოლის მსგავსი პრინციპით იმართება ავტორბოლის ისეთი სახეობები, როგორებიცაა კარტინგი და რალი-კროსი, თუმცა ისინი ტრადიციულად არ მიეკუთვნებიან წრიულ რბოლებს.

საქართველოში წრიული რბოლები იმართება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან.

წრიული რბოლების აღმავლობის ხანა დაიწყო 1979 წელს, რუსთავის ავტოდრომის აშენებით, რომელიც იმ პერიოდში „დოსააფის“ სახელწოდებას ატარებდა.

2012 წლიდან რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე  წრიული რბოლები იმართება შემდეგ საავტომობილო კლასებში:

 

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში შედგება 7 ეტაპისგან, თითო ეტაპი 2 რბოლისგან. საქართველოს ჩემპიონი ხდება ის, ვინც შვიდ ეტაპის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.