წყვილთა რბოლა
წყვილთა რბოლა იმართება ორ ავტომობილს შორის, რომლებიც სტარტს იღებს ერთმანეთის პარალელურად ან საპირისპირო მიმართულებით. სარბოლო ტრასა შედგება სხვადასხვა სირთულის მონაკვეთებისგან. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. რბოლა გრძელდება 2 გამარჯვებამდე. პირველი გარბენის შემდეგ მონაწილეები იცვლიან პოზიციებს. 2 გარბენის შედეგად ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში იმართება მესამე კონტრ-გარბენი. კონტრ-გარბენზე სასტარტო პოზიცია ნაწილდება კენჭისყრით. თითოეული გარბენი გრძელდება არაუმეტეს 5 წუთისა.
წყვილთა რბოლაში ავტომობილები იყოფა შემდეგ კლასებად:
- მონო წამყვანი - 2WD (წინა ან უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილი)
- ------------------------
- აბსოლუტი - ნებისმიერი (როგორც 2WD ასევე 4WD) ქარხნული წარმოების (თუნდაც მხოლოდ სპორტული ან გასართობი მიზნით წარმოებული) ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება დახურული ტიპის ძარით. (არ დაიშვება ღია ტიპის სპორტული ავტომობილები - ისეთი როგორიც არის კარტინგი ან ფორმულა)
კონკრეტული ღონისძიებების დებულებით შესაძლებელია დაშვებული იქნას კონკრეტული კლასები.
აბსოლუტურ ჩათვლაში დაიშვება მიმდინარე შეჯიბრის 2wd კლასში გამარჯვებული და პრიზიორი მონაწილეები.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, კალენდრის განყოფილებაში აირჩიეთ უახლოესი შეჯიბრი, დააზუსტეთ განრიგი და რეგისტრაციის დრო საიტზე.