TIME ATTACK

Time Attack  საავტომობილო რბოლის სამოყვარულო  სახეობაა, სადაც მონაწილეები სარბოლოდ იყენებენ წრიული რბოლის ან დახურული ტიპის სარბოლო ტრასებს.

რბოლის პრინციპი ეფუძნება პროფესიონალური წრიული რბოლის საკვალიფიკაციო გარბენების პრინციპს, ანუ მონაწილეთა ტრასაზე გასვლა ხდება ერთმანეთისგან დაშორებული დროის გარკვეული შუალედით. თითოეული მონაწილე შეჯიბრში გამარჯვებისთვის ცდილობს აჩვენოს წრის საუკეთესო დრო. კონკრეტული შეჯიბრის დებულებიდან გამომდინარე თითოეულ მონაწილეს შეიძლება მოუწიოს ერთი ან რამოდენიმე წრის გავლა, ერთი ან რამდენიმე ტურის გავლა, ტურების ან გარბენის სექტორებად დაყოფა და სხვა.

საქართველოს ჩემპიონატში Time Attack-ის კლასების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

  • 2000 კუბიკურ სანტიმეტრამდე ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები
  • 3000  კუბიკურ სანტიმეტრამდე ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები
  • აბსოლუტური კლასი

კოეფიციენტების დარიცხვა ძრავების ტიპების მიხედვით ხდება შემდეგნაირად: ტურბირებული X 1.7-ზე, VVTI, VTEC, M და ა.შ X 1.2-ზე.

 

ქულების დარიცხვა კლასების მიხედვით ხდება შემდეგნაირად:

დაკავებული ადგილი       ქულა
1-ლი 10
მე-2 8
მე-3 6
მე-4 5
მე-5 4
მე-6 3
მე-7 2
მე-8 1
 

მოთხოვნა: მსურველს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.

Time Attack-ში  მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობის მიღება ხდება ნებისმიერი სერიული ძარიანი ავტომობილით  კონკრეტული შეჯიბრის დებულებაში მითითებული კლასების გათვალისწინებით.