
ენცო ფერარის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიული ფილმი
იტალიური გამოცემა „ილ მესაჯერო“ იტყობინება, რომ Ferrari-ს დამაარსებელ ენცო ფერარის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში, მთავარ როლს არც მეტი და არც ნაკლები რობერტ დე ნირო შეასრულებს. ფილმს კინოკომპანია Triworld Cinema და დე ნიროს კომპანია Tribeca Enterprises-ი გადაიღებენ. ფილმი ენცო ფერარის ცხოვრების იმ პერიოდს შეეხება, რომლებიც ლეგენდარულმა კომენდატორემ ავტოსპორტს და თავის კომპანიას მიუძღვნა.
ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა ფილმის რეჟისორად სავარაუდოს კლინტ ისტვუდი შეიძლება აირჩიონ, რომელიც პროექტით უკვე დაინტერესდა და იმ შემთხვევაში, თუ სცენარი მოეწონება, ფილმის გადაღებაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა. საინტერესოა, რომ სცენარის საფუძვლად აღებულია ენცო ფერარის ავტობიოგრაფიული წიგნი „ფერარი 80“, რომელიც კომენდატორემ 1981 წელს დაწერა.