
TCR ღონისძიება საქართველოში
TCR Middle East სერიის ღონისძიების გახსნა დუბაიში მოიცავდა შეთანხმებას WSC Ltd-სა და საქართველოს მთავრობას შორის, 2017 წლის TCR International სერიის და რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკის შესახებ.
აღნიშნული წარმოადგენდა 2016 წლის 9 ივლისს გაფორმებული მემორანდუმის ფინალურ აქტს.
შეთანხმება მოიცავდა პირველ სამ წელიწადს და იყო ხელმოწერილი სპორტული კლუბის ‘Mia Force’ დირექტორის არჩილ თალაკვაძისა და TCR პრომოუტერის, მარჩელო ლოტის მიერ.
"2017 წელს საქართველო წარადგენს საკუთარ თავს მსოფლიო ავტოსპორტის რუკაზე. მოლაპარაკების ყველა პუნკტი შესრულებულია და აპრლიში საქართველო უმასპინძლებს TCR International Series გახსნის ცერემონიალს".