
"დიდი ცირკი" კიდევ ერთმა ადამიანმა დატოვა
"დღეს მე გადამაყენეს. უბრალოდ, გამაგდეს. ეს ოფიციალურად მოხდა. აღარ ვხელმძღვანელობ კომპანიას.
ჩემს ადგილს დაიკავებს ჩეიზ კერი (21 Century Fox-ის ყოფილი პრეზიდენტი). მე ვიქნები საპატიო პრეზიდენტი - ეს ამერიკული გამოთქმაა. მივიღე ეს თანამდებობა, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს."
"დიდი ცირკი" ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნი ექსლტოუნმა დატოვა.