
FIA Rally Star Georgia - ს დასკვნითი ეტაპი ქუთაისში “აია არენას “ ავტოსადგომზე 6 მარტს გაიმართება
FIA Rally Star Georgia - ს დასკვნითი ეტაპი ქუთაისში “აია არენას “ ავტოსადგომზე 6 მარტს გაიმართება. შესარჩევში მონაწილეობა მხოლოდ ავტოსპორტის მოყვარულ 18-26 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს შეუძლიათ.
პროექტის მიზანი ტალანტების აღმოჩენა და პროფესიონალურ ავტოსპორტში განვითარების ხელშეწყობა არის.ორგანიზატორების მიერ ადგილზე წარმოდგენილი იქნება AiCar • აიქარი ის ელექტრომობილები.
მონაწილეების დავალება ე.წ ჩქაროსნული სლალომის მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ გავლა არის. შესარჩევის 20 საუკეთესო მონაწილე ბიჭი და 10 გოგონა თბილისის ფინალურ ეტაპზე გადავა.თბილისში გამარჯვების შემთხვევაში კი 4 ბიჭი და 1 გოგონა ევროპის საკონტინენტო ფინალზე გაემგზავერება.