
DMEC-ს კალენდარი ცნობილია
დრიფტში ევროპის ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია.DMEC - ს ფარგლებში საერთო ჯამში 5 ეტაპი ჩატარდება, ჩემპიონატი ავსტრიიდან დაიწყება და თბილისში დასრულდება.
ეროვნულ ღირსებას საქართველს ჩემპიონი ნოდო კოდუა და ვიცე ჩემპიონი მევლუდ მელაძე საერთაშორისოდ აღიარებული დრიფტერების წინააღმდეგ დაიცავენ.ჩვენ კი ავტოსპორტისა და დრიფტის გულშემატკივრებს ადრენალინით , კვამლით და ემოციებით სავსე ექსტრემალური 4-5 სექტემბერი გველოდება.
ეს პროექტი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის , საქართველოს დრიფტის სერიების , თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად ტარდებათბილისის მერია / Tbilisi City Hall განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო