
FIA Rally Star Georgia - დასრულდა , საქართველოს ევროპის კონტინენტურ ფინალზე 5 ახალგაზრდა წარადგენს
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტი სახელწოდებით FIA Rally Star - ის საქართველოს შესარჩევი ეტაპები დასრულდა. თბილისში 14 მარტს ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ფინალური შესარჩევი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილებას 3 სხვადსხვა რეგიონალური ეტაპის (თბილისი,რუსთავი,ქუთაისი) 60 საუკეთესო შედეგის მქონე ბიჭი და 8 გოგონა იღებდა. შესარჩევის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 13 მონაწილე ბიჭი და 5 გოგნა კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათსაბოლოოდ კი ცნობილია საუკეთესო შედეგის მქონე 4 ბიჭი და 1 გოგონა, რომლებიც საქართველოს სახელით ევროპის კონტინეტურ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის კონტინენტური ფინალის მონაწილე ხუთეული :
1.ოთარ ესართია
2.ნიკა ბილისეიშვილი
3.ალექსანდრე შაკულაშვილი
4.ნიკოლოზ ბექაური
1.სალომე მჭედლიშვილი
პროექტმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საერთო ჯამში 300-მდე ავტომოყვარული ახალგაზრდის ჩართულობა მოიცვა.ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია , საქართველოს საპატრულო პოლიცია და განათლების, მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქუთაისის მუნიციპალური მერიაპროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის.