
საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატმა ვირტუალურ წრიულ რბოლაში სტარტი დღეს,24 მარტს, აიღო.
საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატმა ვირტუალურ წრიულ რბოლაში სტარტი დღეს,24 მარტს, აიღო.ჩემპიონატში მონაწილეობას სიმ რეისერთა რეკორდული რაოდენობა იღებდა, ასევე წელს შეჯიბრებებს დაემატა გუნდური ჩათვლა, ლაივ ჩართვები და ბევრი სხვა საინტერესო სიახლე.
შეჯიბრება მიმდინარეობდა კომპანია სიმულექს რეისინგის YouTube არხის ბმულსა და Facebook გვერდზე. პირველი ეტაპი ამერიკის ცნობილ ავტოდრომ "Watkins Glen International" - ზე გაიმართა, სადაც 25 - ზე მეტი ავტომბრობლელი იღებდა მონაწილეობას, ისინი თითო რბოლაზე 13 წრეს ასრულებდნენ. საერთო ჯამში ქულების ჯამით პირველი ეტაპი ნიკა კობოსნიძის გამარჯვებით დასრულდა.
პირველი რბოლის წინასწარი შედეგები:
1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე
2 ადგილი - ნიკა კობოსნიძე
3 ადგილი - დათუნა არჯევანიძე
მეორე რბოლის წინასწარი შედეგები:
1 ადგილი - ნიკა კობოსნიძე
2 ადგილი - სანდრო ჭანტურია
3ადგილი - ნოდარ სვანიძე
სრული ლაივ ტრანსლაციისას პირდაპირ ეთერში რბოლებს კომენტირებას ლევან მიმინოშვილი და ბექა ჯიქია უძღვებოდნენ. ჩემპიონატის ფარგლებში კიდევ 5 ეტაპი ჩატარდება , რომლებსაც კომპანია სიმულექს რეისინგი გაუწევს ორგანიზებას ,საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით.