
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 4 აპრილს განახლდება
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 4 აპრილს განახლდება. რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ კლასში - Rotax Micro Max და Rotax mini Max ჩატარდება.2020 წლის სეზონისგან განსხვავებით ჩემპიოანტს ყავს ახალწვეულები რეგიონიდან (ბათუმი) და კიდევ ერთი გოგონა , საერთო ჯამში შეჯიბრებაში 14 ლიცენზირებული პილოტი მონაწილეობს. მონაწილეების ასაკი 6 დან - 13 წლის ჩათვლით არის და ჩემპიონატის ფარგლებში ისინი 7 ეტაპში შეეცდებიან პირველობისთვის ბრძოლას.
აღსანიშნავია,რომ 2020 წელს ჩემპიონატის ფარგლებში უკიდურესად დაძაბული და სანახაობრივი 3 ეტაპი ჩატარდა , რამაც ორგანიზატორებს საშუალება მისცა გაცილებით გაზერდათ ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. ჩემოპიონატი Karting Club Georgia -ს ორგანიზებით და სსსფ-ს მხარდაჭერით ტარედება , პირველ ეტაპზე ასევე გათამაშდება საქართველოში კარტინგის ერთ-ერთი დამფუძნებელის, თემურ ხიდეშელის,სახელობის გარდამავალი თასიც