
საქართველოს ჩემპიონატი ვირტუალურ რბოლაშის საბოლოო შედეგები ცნობილია
საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში 24 მარტს დაიწყო. პირველი ეტაპის ჯარიმების განხილვა და ტექნიკური დარღვევების დაზუსტება დასრულდა, საბოლოო შედეგები ცნობილია, რომლის მიხედვითაც:
პირველი რბოლის შედეგები
1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე
2 ადგილი - ნიკა კობოსნიძე
3 ადგილი - დათუნა არჯევანიძე
მეორე რბოლის შედეგები
1 ადგილი - ნიკა კობოსნიძე
2 ადგილი - სანდრო ჭანტურია
3 ადგილი - ნოდარ სვანიძე
პირველი ეტაპი ამერიკის ცნობილ ავტოდრომ "Watkins Glen International" - ზე გაიმართა, სადაც 25 - ზე მეტი ავტომბრობლელი იღებდა მონაწილეობას, ისინი თითო რბოლაზე 13 წრეს ასრულებდნენ. შეჯიბრება მიმდინარეობდა კომპანია სიმულექს რეისინგის YouTube არხის ბმულსა და Facebook გვერდზე. ჩემპიონატის ფარგლებში კიდევ 5 ეტაპი ჩატარდება , რომლებსაც კომპანია სიმულექს რეისინგი გაუწევს ორგანიზებას ,საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით