
სსსფ-ს წარმომადგენლები “საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში”-ს მონაწილეებს შეხვდნენ
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში სტარტს დღეს 12:00 საათზე აიღებს.
პირველი ვარჯიშის დაწყებამდე მონაწილეებსა და სსსფ-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.
ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ოთარ თავართქილაძემ და გამგეობის წევრმა სანდრო ლომაძემ მონაწილეებს მიმდინარე შეჯიბრების ფორმატი, ჩემპიონატის შესახებ სიახლეები და სეზონის სამომავლო გეგმები გააცნეს.
#დაიცავიდისტანცია #ატარეპირბადე