
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 2021 წლის სეზონი 4 აპრილს განახლდა
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 2021 წლის სეზონი 4 აპრილს განახლდა. რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ სხვადასხვა კლასში - Micro და Mini ჩატარდა.
შეჯიბრების ფარგლებში 12 პატარა ლიცენზირებული ავტომრბოლელი მონაწილეობდა. რომელთა ასაკი 6 - დან 13 წლის ჩათვლით არის. პირველი ეტაპის გამარჯვებული 2 სარბოლო გარბენისას დაფიქსირებული ქულათა ჯამით გამოვლინდა.
კლასში Micro შეჯიბრების ყველაზე პატარა მონაწილემ გიგი მებაღიშვილმა ლიდერობა არავის დაუთმო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ხოლო კლასში Mini პირველი ადგილი მათე კობახიძემ დაიკავა და ამ ეტაპზე ის თავის კლასში ჩემპიონატს ლიდერობს.პირველ ეტაპზე ასევე გათამაშდა საქართველოში კარტინგის ერთ-ერთი დამფუძნებელის, თემურ ხიდეშელის,სახელობის გარდამავალი თასიც, რომლის მფლობელები გიგი მებაღიშვილი და მათე კობახიძე გახდნენ.