
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 2021 წლის სეზონი გრძელდება
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 2021 წლის სეზონი გრძელდება. 24 აპრილს ჩემპიონატის მეორე ეტაპი რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე ჩატარდა.
ეტაპი ორ სხვადასხვა კლასში - Micro და Mini გაიმართა.შეჯიბრების ფარგლებში 12 პატარა ლიცენზირებული ავტომრბოლელი მონაწილეობდა,რომელთა ასაკი 6 - დან 13 წლის ჩათვლით არის.ხოლო გამარჯვებული 2 სარბოლო გარბენისას დაფიქსირებული ქულათა ჯამით გამოვლინდა.
კლასში Micro შეჯიბრების ყველაზე პატარა მონაწილემ გიგი მებაღიშვილმა ამჯერადაც ლიდერობა არავის დაუთმო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ხოლო კლასში Mini პირველი ადგილი გიორგი წამალაშვილს ერგო.
კლასი MICRO
1 ადგილი - გიგი მებაღიშვილი
2 ადგილი - ალექსანდრე ბენაშვილი
3 ადგილი - ალექსანდრე თურმანიძე
კლასი MINI
1 ადგილი - გიორგი წამალაშვილი
2 ადგილი - სანდრო ქაჯაია
3 ადგილი - ლადო კუხიანიძე
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 2021 "KARTING CLUB GEORGIA" - ს ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.