
ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის რიგგარეშე საერთო კრებაზე რეგისტრაცია და დღისწესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით 2021 წლის 24 დეკემბერს გაიმართება ფედერაციის რიგგარეშე საერთო კრება (ყრილობა).
1. რიგგარეშე საერთო კრება ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ონლაინ ZOOM -ის ფორმატში.
2. რიგგარეშე საერთო კრების დელეგატთა რეგისტრაციის დრო;
2021 წლის 21/22/23 დეკემბერი 10:00-18.00 სთ.
რიგგარეშე საერთო კრების დაწყების დრო : 2021 წლის 24დეკემბერი 15:30 სთ .
რიგგარეშე საერთო კრება დელაგატთა რეგისტრაციის ადგილია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ფაქტობრივი მისამართი; თბილისი პეკინის 34
3. რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წესდების 5.15 პუნქტში ცვლილებების შეტანა.
განსახორციელებელი ცვლილების პროექტი:
5.15 ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად არის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის, უფლებამოსილების შეჩერების ან/და შეწყვეტის შემთხვევაში ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სრულად ახორციელებს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს.
ყრილობაზე ონლაინ დასასწრებად დელეგატები იმეილზე მიიღებენ zoom-ის ლინკს იმეილის მეშვეობით (გამოყენებული იქნება იმეილი რომელითაც დელეგატი დარეგისტრირებულია ფედერაციაში)