
უკრაინის საავტომობილო ფედერაცია FIA-ს რუსეთის მოქალაქეებისთვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს
უკრაინის საავტომობილო ფედერაცია Автомобільна Федерація України / Federation Automobile de l'Ukraine თხოვნით მიმართავს FIA -ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) დაბლოკოს ყველა სახის ლიცენზია რომელიც გაცემულია რუსეთის მოქალაქე სპორტსმენებზე და სხვა კერძო თუ იურიდიულ პირებზე.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს უკრაინულ მხარეს და თავის მხრივ მიმართავს FIA -ს დააკმაყოფილოს სამართლიანი მოთხოვნა.