
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 27 მარტს ქ. თბილისში, წერეთლის გამზ. 116 დიდუბე პლაზას ბიზნეს ცენტრის მე-4 სართულზე გაიმართება ფედერაციის რიგგარეშე საერთო კრება (ყრილობა).
რიგგარეშე ყრილობის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები:
1. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის 16/12/2021 წლის # 00038406 ბრძანების თანახმად, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციების (ეროვნული სპორტული ფედერაციების) სახელმძღვანელო პრინციპების და ამავე ბრძანების დანართით გათვალისწინებული რეკომენდაციით, ფედერაციის წესდების შესაბამისობაში მოყვანა და ახალი წესდების დამტკიცება.
2. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები.
რიგგარეშე ყრილობის განრიგი:
1) 12:00 – 13:00 რეგისტრაცია
2) 13:10 სხდომის გახსნა (გიორგი გელაშვილი, საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, აცხადებს ქვორუმს, დელეგატების რაოდენობას, აყენებს კენჭისყრაზე სხდომის თავმჯდომარეს და მდივნის კანდიდატურას).
3) კენჭისყრა.
4) ყრილობის სხდომის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა
5) ყრილობის დღის წესრიგის გაცნობა და დღის წესრიგის კენჭისყრა;
6) სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე აყენებს ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობას და კენჭისყრა.
7) პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა
8 ) პრეზიდენტობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლა (10 წუთი).
9) ვიცე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, წესდების ცვლილების აუცილობლობის საკითხებზე განმარტება და საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურის ახსნა.
10) ახალი წესდების მიღება ღია კენჭისყრით.
11) ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით.
12) შესვენება 20 წუთი (ხმების დათვლა).
13) საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება.
14) სხდომის დახურვა.
პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 14 მარტს, 10:00-დან და დასრულდება 2022 წლის 25 მარტს 17:00 -ზე, სსეფ-ის წესდების მიხედვით და მოქმედი კანონმდებლობით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას.
ტელ: +995 511 13 16 13
ელ. ფოსტა info@gasf.co