
BLACK SEA CUP 2016
21 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში გაიმართა შეჯიბრი წრიულ რბოლაში – ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა.
შეჯიბრი საავტომობილო სპორტის ფედერაციის პატრონაჟით შედგა და მასში 16 მრბოლელი მონაწილეობდა.
დაძაბული რბოლის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული სამეული:
1 ადგილი – გიგა ბიძინაშვილი
2 ადგილი – ირაკლი კაკაურიძე
3 ადგილი – თენგო ჩუბინიძე
გამარჯვებულებისთვის, ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა – "თეგეტა მოტორსმა" 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო დააწესა, რომელიც პირველ სამ ადგილს შორის გადანაწილდა.
საავტომობილო სპორტის ფედერაცია მადლობას უხდის სპონსორებს, რათა შესაძლებელი გახადეს შავი ზღვის სანაპიროზე ასეთი დღესასწაულის მოწყობა:
"თეგეტა მოტორსი"
"ბრიჯსტოუნი"–ს საბურავები
"მოტული"–ს საავტომობილო ზეთები
საავტომობილო ანთების ნათურები – "ენჟეკა"
სადაზღვევო კომპანია "კოპენბური"
ენერგეტიკული სასმელი "მე–16–ე"
და განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინიტროს, სამინისტროს აჭარის სამმართველოს და ბათუმის მერიას გაწეული უზარმაზარი დახმარებისთვის.
ღონისძიების ფოტო–ვიდეო მასალა დაიდება ფედერაციის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე