
აღმართის დაძლევა 1 ეტაპი
საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში 1 ეტაპის ტექნიკური კომისია ჩატარდება შაბათს 9 აპრილს ფედერაციის ოფისში (ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 49ა). დაიწყება 16:00-ზე და დასრულდება 20:00-ზე.
შეჯიბრის სტარტი არის 10 აპრილს 12:00.
ჩათვლის კლასებია:
1. 1500
2. კომპაქტი.
3. მონო ლაითი (1500-ის და კომპაქტის აბსოლუტი).
4. 1600.
5. 2000.
6. 3500.
7. აბსოლუტი (გარდა1500 და კომპაქტისა).
შეჯიბრის სასტარტო გადასახადია 100 ლარი.
კლასები ჯილდოვდება დიპლომით, მედლით და თასით (კლასში გამარჯვებული).
გისურვებთ წარმატებებს.